პედაგოგ ია ბჟალავას გორის №9 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-12 საია ია ბჟალავას ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ქალბატონი ია სერტიფიცირებული პედაგოგია და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, თუმცა აღნიშნულმა ფაქტმა არ შეუშალა ხელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომ იგი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა შალვა სრესელმა ქალბატონი იას მეუღლეს განუცხადა, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ია ბჟალავას სამსახურიდან გათავისუფლება. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.
2012-05-21 2012 წლის 16 იანვარს გორის №9 საჯარო სკოლის დირექტორმა ელენე ხაჩიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ია ბჟალავა სამსახურიდან გაათავისუფლა. პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისი მეუღლე - თამაზ მაყაშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე