ვანო ბურდულაძის მიმართ განხორციელებული მუქარა მანავში
თარიღი: 2012-06-15
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: საგარეჯო , მანავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2012-06-15 2012 წლის 22 მაისს მანავის მკვიდრმა, ვანო ბურდულაძემ ტელეკომპანია „მე-9 არხისთვის“ გააკეთა სატალევიზიო განცხადება იმის შესახებ, რომ იგი დაბარებული იყო საგარეჯოს გამგეობაში, სადაც მას დაავალეს დაეწერა განცხადება, რომელშიც დააფიქსირებდა, რომ „გლობალ TV“-ს ანტენის დამონტაჟების დროს ხელოსნებს ეცვათ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურები და ამავდროულად ეწეოდნენ აგიტაციას კოალიციის სასარგებლოდ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე