ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თიანეთში
2012-07-20 საია ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. საია იცავს გელა მთივლიშვილის ინტერესებს.
2012-06-16 როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თვითმხილველებმა უთხრეს, სამმა მამაკაცმა ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში ძალით შეიყვანა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მას პოლიციელებმა მუცლის არეში რამდენჯერმე და თავში ერთხელ ჩაარტყეს. მისი მტკიცებით, დაკავების ამსახველი მასალა კამერიდან წაშლილი იყო
2012-06-15 2012 წლის 20 მაისს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს. ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიციას მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მისი განცხადებით წართვეს აპარატურა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადვოკატთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე