პედაგოგ თამარ ასპანიძის ბოლნისის მესამე საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-03-26 თამარ ასპანიძე ბოლნისის მესამე საჯარო სკოლიდან 2012 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს. ქალბატონი თამარი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას მისი შვილის, დავით ასპანიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დავით ასპანიძე რესპუბლიკური პარტიის ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ქალბატონი თამარი, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. სკოლის დირექტორის განცხადებით, ქალბატონი თამარის, როგორც პედაგოგის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობდა, თუმცა, ის იძულებული იყო, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული მითითება შეესრულებინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე