მედდა ნაირა კიკაბიძის სამსახურიდან გათავისუფლება ვანში
2012-07-13 2012 წლის 19 ივნისს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედდა - ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლებას მისი მეუღლისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - დავით ლორთქიფანიძის ნაცნობობას უკავშირებს. მისი აზრით სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია უახლოეს დღეებში მის მეუღლესაც იგივე ბედი ეწიოს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე