სამართალდამცავთა მხრიდან "ქართული ოცნების" წევრ დავით შენგელიაზე განხორციელებული ზეწოლა სენაკში
2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი, დავით შენგელია, რომელიც კოალიციის აქტივისტებთან ერთად საკუთარი ავტომობილით სენაკიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. პატრულის თქმით მას ადრე გამოწერილი ჯარიმის საფასური გადაუხდელი აქვს, რის გამოც მანქანა გადაყვანილი უნდა იქნას საჯარიმო სადგომზე. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ დაუყოვნებლივ წარუდგინა გადახდის ქვითარი, მანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე, რის თაობაზეც პატრულის თანამშრომელს არანაირი ოქმი არ შეუდგენია. შესაბამისად აქტივისტები ოზურგეთში მიმდინარე აქციაზე ვერ გაემგზავრნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე