ფონდ "ქომაგის" მიერ პედაგოგ თამარ ამონაშვილისთვის თანხის გადაცემა გურჯაანში
2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიკითხა სოფელ კალაურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამარ ამონაშვილი, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგიდან“ 117 აშშ დოლარი ჩაერიცხა. პედაგოგი 2012 წლის აპრილის ბოლოს იგი მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 29 ივნისს მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც გადასცა უწყება, რომლის თანახმად დაბარებული იყო გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, სადაც მის დაკითხვას აწარმოებდა გამომძიებელი ირაკლი შუკაკიძე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე