პედაგოგ თემურ კაპანაძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-18 თეიმურაზ გაგნიძე 10 წლიანი მუშაობის შემდეგ სკოლის დირექტორის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებით განთავისუფლებული იქნა სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან. მისი თქმით, იგი მონაწილეობდა ბიძინი ივანიშვვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მხარდამჭერი სიების შეგროვების პროცესში. აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მან გაფრთხილება მიიღო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გივი გაგნიძის მდრიდან. უარის თქმის შემდეგ მას შესთავაზეს სამსახურიდან წასვლა ან წინააღმდეგ შემთვევაში დაითხოვდნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სკოლის დირექტორს.
2012-07-16 თემურ კაპანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 11 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე