თბილისის მერიის მიერ თბილისის საჯარო სკოლებისთვის თანხის ჩარიცხვა
2012-07-16 თბილისის მერიამ „თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით“ დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას მაის-ივნისის თვეში 5000-დან 10 000 ათას ლარამდე ჩაურიცხა. სკოლის პედაგოგები ადასტურებენ, რომ თბილისის მერიიდან ჩაირიცხა თანხა, საიდანაც თითოეულ მასწავლებელს პრემიის სახით 50 ლარი დაერიცხა. ასევე, მასწავლებლების გარდა პრემია სკოლის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს. საიამ განცხადებებით მიმართა კონტროლის პალატას, ქ.თბილისის საკრებულოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას აღნიშნული ფაქტის შესწავლისა და მასზე რეაგირების მოხდენის თხოვნით. წყარო: [url]http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/10277/[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე