ლევან ფხაკაძის საქმე - ამომრჩევლებისათვის დიაგნოსტიკისა და ოპერაციის დაფინანსების შეთავაზება, სათვალეების გადაცემის დაპირება
2012-07-18 აღნიშნულ აქციამდე, 13 აპრილს ლევან ფხაკაძის განცხადებით ვისოლ ჯგუფი ქართული სპორტის განვითარებისათვის ინვესტიციებს განაგრძობს და სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციაზე იზრუნებს. 5 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვისოლ ჯგუფი სამტრედიაში „ჯიპიაი ჰოლდინგის შვილობილ კომპანია „ჯეოჰოსპიტალთან“ ერთად მხედველობის გაუმჯობესების კამპანიას „შეხედე სამყაროს სხვა თვალით“ იწყებს. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვისოლ ჯგუფმა სამტრედიაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ლევან ფხაკაძის უშალო მონაწილეობით სადღესასწაულო სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. 31 მაისს ვისოლ ჯგუფმა ლევან ფხაკაძის უშუალო მონაწილეობით სამტრედიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულება „მგზავრების“ კონცერტით მიულოცა და „ბოლო ზარის“ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
2012-07-17 2012 წლის 14 ივნისს სამტრედიაში განხორციელდა საქველმოქმედო აქცია. აღნიშნულ აქციაზე, ქალბატონი ამომრჩევლებს სთავაზობს, ბატონი ლევანის (ლევან ფხაკაძე, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ერთ-ერთი მენეჯერი, მედიის ინფორმაციით სამტრედიის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი) დაფინანსებით, უფასოდ ჩაიტარონ დიაგნოსტიკა, რომლის შემდეგაც გადაეცემათ სათვალეები და გაუკეთდებათ კატარაქტის ოპერაცია. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ პრეს-სამსახურის უფროსმა რუსუდან კბილაშვილმა დაადასტურა აქციის შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კამპანია მაისის თვიდან ხორციელდება. საიამ აღინიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას. წყარო: [url]http://www.maestro.ge/?address=uc&id=31211&page=1#.T9rkpYta4P8.facebook[/url] [url]http://www.wissol.ge/index.php?geo&cat=14&type=1[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე