პაატა თუშურაშვილის გათავისუფლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან
2012-07-17 პაატა თუშურაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 30 აპრილს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის გაათავისუფლეს. პაატა თუშურაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია მისი მეუღლის მაია ფანჯიკიძის პოლიტიკურ შეხედულებასა და საქმიანობასთან. მაია ფანჯიკიძე 2011 წლის დეკემბრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი და აქტიური წევრია. საიამ განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას აღნიშნული ფაქტის შესწავლისა და მასზე რეაგირების მოხდენის თხოვნით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე