დაპირისპირება კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლის შემდეგ
2012-07-17 ქალაქ გორში კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ინტერნეტ-გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, ის შეხვედრას იღებდა კარალეთში, დევნილთა დასახლებაში, რა დროსაც ქალაქ გორის მაცხოვრებლებმა - გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე ქურთის თემის გამგეობის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2012-07-14 კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , მოგვიანებით 5 პირი დააკავეს. მათგან სამი - ცოტნე შენგელია, ვოვა ჯანეზაშვილი და კახაბერ გოგიაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ლევან მაისურაძე - ჩასახლების მამასახლისი და გიგი გოჩაშვილი - ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობარი. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, კარალეთის ინციდენტის გამო 2012 წლის 14 ივლისს დააკავეს "ქართული ოცნების" აქტივისტი ზაზა ადუაშვილი,რომელსაც სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა და 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე