პარტიული დავალებები საჯარო მოსამსახურეებს
2012-07-18 სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალდებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენას. შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. აღნიშნული პიროვნების ცნობით, მსგავსი შემთხვევები მთელი სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების მასშტაბით ხდება, რასაც კიდევ ერთი წყარო გვიდასტურებს. სიის მიტანის შემდეგ საჯარო მოხელეებს ურეკავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტიის ოფისებში იბარებენ. ასევე, საჯარო მოხელეებს შეატყობინეს, რომ სიებში მოხვედრილ ადამიანებს დაურეკავენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და გადაამოწმებენ ნამდვილად არიან თუ არა ისინი ამ პარტიის მხარდამჭერები. [url]http://transparency.ge/blog/partiuli-davalebebi-sajaro-mosamsakhureebs[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე