უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
თარიღი: 2012-07-19
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-07-24 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოუწიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გადაეხედა და გაეუქმებინა აღნიშნული ცვლილება, ვინაიდან აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. უფრო მეტიც, კანონმდებლობამ შესაძლოა ხელოვნურად გააჩინოს ამ პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1400%3A2012-07-24-12-46-53&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka
2012-07-21 2012 წლის 11 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის N158 ბრძანებას ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. დებულების მე-5 მუხლის მიხედვით „საკონსულო აღრიცხვას“ ვერ გაივლი, თუ სხვა დოკუმენტებთან ერთად არ წარადგენ ცნობას „საცხოვრებელი ადგილიდან“. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა კი აუცილებელია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. იმისათვის, რომ ცნობა აიღო უცხო ქვეყანაში მინიმუმ ლეგალურად უნდა ცხოვრობდე, ბევრ ქვეყანაში კი მსაგვსი ტიპის ცნობა უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების გამო 1 500 000 უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდოს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე