ივანე ჯანგულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება
2012-07-31 ივანე ჯანგულაშვილი 1970 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა არაგვის ხეობის წყალსადენების სადგურების გაერთიანებაში ამწყობი-მექანიკოსის თანამდებობაზე. მან, 2012 წლის 01 მაისიდან დადო ახალი შრომითი ხელშეკრულება შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან", რომლის საფუძველზეც კომპანიაში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ენერგო მეურნეობის განყოფილებაში, არაგვის ხეობის ელექტრო ქსელების ექსპლოატაციის ჯგუფის მთავარ ენერგეტიკოსად. 2012 წლის 29 მაისს დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო ამავე დღის ბოლოს ბრძანების საფუძველზე მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციიდან გადაიყვანეს ელექტრიკოსის პოზიციაზე, მისი თანხმობის გარეშე. ასევე, შემცირებულ იქნა ხელფასის ოდენობა. შემდეგ კი, ძალიან მოკლე დროში - 2012 წლის 12 ივნისს ივანე ჯანგულაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებული ჯანგულაშვილი მის მიმართ 2012 წლის 29 მაისიდან ძალიან სწრაფად განვითარებული უარყოფითი მოვლენების საფუძვლად, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას მიიჩნევს. საია განთავისუფლებული პირის ინტერესებს იცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე