ნათელა თოხაძის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-31 2012 წლის აპრილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის სამურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლეს დირექტორი ნათელა თოხაძე. ქალბატონი ნათელას განცხადებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მის გათავისუფლებაში სოფლის რწმუნებულს ამხელს და განმარტავს, რომ ვინაიდან იგი არ ასრულებდა მის დირექტივებს, სოფლის რწმუნებულმა შესაბამის ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის დირექტორი იყო ოპოზიციურად განწყობილი, რაც გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე