თამარ კაიკაციშვილის დათხოვნა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან
2012-08-08 2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა ჯერ კიდევ 6 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კაიკაციშვილმა საკითხში გარკვევა და საგამოცდო პერიოდის ვადის დასრულება ითხოვა, რაზეც დირექტორი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორმა დათხოვნის მიზეზად სამინისტროსგან მიღებული დირექტივა დაასახელა, რასაც ადასტურებს მხარის აუდიო ჩანაწერი. 15 ივნისს კაიკაციშვილი იურისტების ჩარევით დაბრუნდა სამსახურში და გააგრძელა უფლებამოსილება. 19 ივნისს, ასევე ადმინისტრაციული თათბირით მჭედლიშვილმა კაიკაციშვილი სამსახურიდან სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა. თამარ კაიკაციშვილი პოლიტიკური ნიშნით არასაიმედოობის გამო დაითხოვეს. საფუძველი გახდა ოჯახის ახლო ნათესავის, ვაჟა ბერიძის მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში. გარდა ამისა, მხარეს გააჩნია ჩამოყალიბებული აზრი, რომ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება კავშირშია მისი ძმის, არჩილ კაიკაციშვილის უფლებადაცვით სფეროში საქმიანობასთან. აღნიშნულ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე