„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელ ზურაბ კუჭაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ლანჩხუთში
თარიღი: 2012-08-21
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-06-17 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუჭაშვილის თქმით, იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგზე სურათებს იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჰკითხა რატომ იღებდა ფოტოებს და ფოტოაპარატის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით კუჭაშვილის დედასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც გააფრთხილა, რომ თუ მისი შვილი ამ საქმეს თავს თუ არ დაანებებდა, „პრობლემები შეექმნებოდა“.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე