პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს
2012-01-05 2012 წლის 5 იანვარს საინფორმაციო ვებპორტალის „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოჩა შანიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს - მარიზე ფირციძეს, ნანა ბერულავას და მზევინარ ლურსმანაშვილს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ამის შემდეგ ომის ვეტერანს, ჟუჟუნა ბაბილოძესაც გადასცეს საჩუქრები. ამასთანავე, მათ უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცეს. http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=2778:2012-01-04-11-18-39&catid=66:2010-11-25-16-47-31&Itemid=111


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე