პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს
2012-01-11 2012 წლის 11 იანვარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 11 იანვარს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, 2012 წლის 7 იანვარს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ჯაბა სამუშიამ ბერიანიძეების ოჯახს საახალწლო ნობათი და საჩუქრები დაურიგეს. ასვე, 2012 წლის 3 იანვარს გიორგი თარგამაძემ, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და კინოთეატრ „ამირანში“ უმასპინძლეს. ზაზა გაბუნიას თქმით, აღნიშნული აქცია კვიპროსზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა http://www.facebook.com/cdmovement


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე