პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს
2012-01-19 2012 წლის 19 იანვარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერები, გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი, ასევე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით ლორთქიფანიძე, ვანის რაიონის სოფლების - დიხაშხოსა და ისრითის მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულმა პირებმა ვანელებს ნათლისღება მიულოცეს, დაესწრნენ წირვას და ისრითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას საჩუქრად სამრეკლოს ორი ზარი გადასცეს. http://www.facebook.com/cdmovement


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე