ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი
თარიღი: 2012-03-10
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გორი , ზემო ნიქოზი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება
2012-03-10 2012 წლის მარტში, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში გადაღებას აწარმოებდა, როდესაც კიბესთან სკოლის დირექტორს მიუახლოვდა. ფირზე ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ჟურნალისტი გადაეცა დირექტორისთვის განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე პედაგოგიური საბჭოს სხდომების ოქმებთან, სავარაუდოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო სკოლიდან გაშვებული მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობასთან და პედაგოგის განათლების სამინისტროს მიერ შეფასებასთან დაკავშირებით. დირექტორმა უარი განაცხადა განცხადების მიღებაზე და ჟურნალისტს კიბეზე ხელი კრა და შენობიდან გააძევა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე