„ქართული ოცნების“ აქტივისტის, თეა დავითულიანის სამსახურიდან გათავისუფლება თბილისში
2012-08-09 2012 წლის 9 და12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი - თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავითულიანი სასწრაფო დახმარების მე-10 ფილიალში (მიხაილოვის საავადმყოფოსთან) ხელშეკრულების საფუძველზე უმცროს ექიმად, ხოლო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობდა. მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა, საყვედური ან რაიმე სახის გაფრთხილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ თეა დავითულიანი ორივე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანამშრომლებთან საუბრისას ღიად დააფიქსირა, რომ იგი კოალიცია „ქრთული ოცნების“ მხარდამჭერია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე