რწმუნებულის მიერ „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის საინფორმაციო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა წინანდალში
2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ნინო სამხარაძე, ნათია წითელაური, ნაზი წითელაური, ეკა ლობჟანიძე და რობიკო ჯავახიშვილი სოფელ წინანდლის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კანონით პლაკატების გაკვრა არ იკრძალება, საინფორმაციო ხასიათის პლაკატებს აკრავდნენ წარწერით, "ზარალი არ არის ანაზღაურებული". მათ სოფლის რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილიმა მასალების გაკვრაში ხელი შეუშალა. მან აქტივისტებს ხმამაღალი ტონით მიუთითა, რომ ჩამოეხიათ გაკრული პლაკატები და დაეტოვებინათ ტერიტორია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე