„ქართული ოცნების“ კარდაკარის მონიტორების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ახალციხეში
2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროექტის - კარდაკარის მონიტორები ნათია ბექტურაშვილი და დარეჯან ინასარიძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სოფელ კლდეში ახორციელებდნენ. მონიტორებს სოფელ კლდის მკვიდრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯაბა კურტანიძე თანმხლებ პირებთან ერთად გზაში დახვდა და უთხრა, რომ კლდე არის „ნაციონალების სოფელი“ და აქედან ვერც ერთი ამომრჩევლის ხმას ვერ მიიღებდნენ. რეგისტრატორებმა დააპირეს სიების გადამოწმების გაგრძელება თუმცა, ეს პიროვნებები მონიტორებს თან დაყვებოდნენ და ყველა ოჯახმა, სადაც მივიდნენ უარი განაცხადეს გადამოწმებაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე