„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში
2012-08-09 2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დაახლოებით 20 წუთში ნაქევხიშვილმა და მისმა თანმხლებმა ქალბატონებმა შეხვედრა დატოვეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე