„გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის, ნატალია სარქისაშვილის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ველისციხეში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გურჯაანი , ველისციხე
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-16 2012 წლის 16 აგვისტოს „გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ნატალია სარქისაშვილი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ იმ მოსახლეობას იღებდა, რომელთაც ზარალის გამო კომპენსაცია არ მიუღია. მასთან გურჯაანის წყალკანალის თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გურამ გურგენაშვილი მივიდა და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა. იგი ხელში ურტყამდა ჟურნალისტს და არ აძლევდა გადაღების თავისუფლად გაგრძელების საშუალებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრივებელთან საუბრისას გურამ გურგენაშვილმა განაცხადა, რომ არ სურდა ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრში დაფიქსირებულიყო და გაღიზიანებაც ამ ფაქტმა გამოიწვია. ჟურნალისტის თქმით, მას გურამ გურგენაშვილის გადაღება გამიზნული არ ჰქონდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე