პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების შეწყვეტა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებისთვის დუშეთში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-09-03 2012 წლის 27 აგვისტოს www.electionsportal.ge „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის აგვისტოში სოციალური დახმარება დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს შეუწყდა. ფაქტის გადამოწმებისას „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს მიღდისელისა და ქარჩაიძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ მათთან სოციალური აგეტი 9 აგვისტოს იმყოფებოდა და აღრიცხა ავტომანქანები, რომლებიც მათი თქმით ოჯახების საკუთრებას არ წარმოადგენს. სოც. სამსახურის უფროს ლაშა ჯანაშვილის თქმით, სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაცია გადაიგზავნა თბილისში, ცენტრალურ ოფისში და ქულების მინიჭება სპეციალური პროგრამით იქ მოხდა.
2012-08-27 სოციალური დახმარება შეუწყდა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებს. ორივე მათგანის ოჯახი სოცილაური დახმარების შეწყვეტას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ისინი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე