სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისათვის გამოყენება
2012-09-07 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უხვადაა გამოყენებული პარტიული ღონისძიების ამსახველი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სააგიტაციო მაისურში ჩაცმული მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, მერაბ ჯანელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერი. ბანერში მოკლედაა ასახული საარჩევნო პროგრამა, გამოსახულია კანდიდატი და საარჩევნო ნომერი „5“. პრესრელიზში კანდიდატი მოხსენიებულია „სამტრედიელებისათვის საკმაოდ ნაცნობ“ პიროვნებად.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]http://samtredia.com.ge/index.php?p=news_index/9_10/004[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე