ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის სათაური საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ღირებულება მხოლოდ პარტიული საქმიანობის წამოჩენის კუთხით გააჩნია. სათაურის მიხედვით: „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.“ საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]http://www.bolnisi.ge/#!lang/ka/cat/news/topic/212[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე