დმანისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 დმანისის მუნიციპალიტეტი - „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დმანისის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა“. ამონარიდი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილი წარადგინა. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]http://dmanisi.com.ge/More.aspx?page=news&n=199&lang=geo&text[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე