სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ აბულაშვილის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტების გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს მიმართ
2012-09-22 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 22 სექტემბერს, დაბა წნორში საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ აბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმულ პირებს - გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს. მოგვიანებით, გელა დარჩიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ ფაქტს შეესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნუკრი კიკილაშვილი და შოთა ხუციშვილი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, ნუკრი კიკილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნათია მირიანაშვილს, რომელმაც ხელი იღრძო და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოგვიანებით სიღნაღში დაკავებულ იქნა ნუკრი კიკილაშვილი, რომელთანაც არ უშვებდნენ ადვოკატს. მას სასამართლომ ჯარიმა ისე დააკისრა, რომ ადვოკატებს პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე