„ქართული ოცნების“ აქტივისტის, სოკოლოვის ცემის ფაქტი ნინოწმინდაში
2012-09-20 20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო მოგვიანებით ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე