"ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დაარბევის ფაქტი დიცში
2012-09-20 „სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, რომ დამნაშავეები უცნობი პირები იყვნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე