დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის რუსთავში
2014-05-24 2014 წლის 24 მაისს რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მოხდა დაპირისპირება აღნიშნული პარტიისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის. დაპირისპირება აქტივისტებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა - მამუკა ჩიქოვანმა განუცხადა, რომ 24 მაისს გეგმავდა ოფისის წინ ბრიფინგის ჩატარებას რუსთავში შეჩერებული პროექტების შესახებ. ბრიფინგის დაწყების დროს კი პარტიის ოფისთან სამარშუტო ტაქსებით მოვიდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები, დაახლოებით 40 პირი. კოალიცია "ქართული ოცნების" შეხვედრების ორგანიზატორმა თამარ აქუბარდიამ, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში განაცხადა, რომ 24 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ რიგითმა მოქალაქეებმა მოაწყვეს აქცია, რომელსაც შემდეგ შეუერთდა კოალიციის ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი შეთანხმების და ნებრათვის გარეშე


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე

GOOGLE+
გააზიარე