ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარედ
2016-05-22 #67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე