პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევა
თარიღი: 2016-09-05
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ვანი , ვანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2016-07-27 ,,სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ვანში საოფისე ფართის მიქირავებაზე მესაკუთრემ ზეწოლის შედეგად უთხრა უარი. ,,სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა, რომ პარტიას ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ ვანში საოფისე ფართის დაქირავება სურდა იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისი. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მათ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ფართის მესაკუთრე ნუგზარ ბაღდავაძესთან. შეთანხმების საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო ქირავნობის ხელშეკრულება 8 ივლისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა ბოლო მომენტში ფართის მეპატრონემ მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი განაცხადა. ფართის მეპატრონემ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ თავად ,,ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და იმავე ოფისში სხვა პარტიას ფართს ვერ მიაქირავებდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ნუგზარ ბაღდავაძეც ადასტურებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე