ძალადობრივი ფაქტი
2016-07-01 1 ივლისს, ბათუმში, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სახალხო ხელისუფლება“ პარტია „ჩვენს სამშობლოსთან ერთად“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობაზე სულხან მოლაშვილის ფოტოების გაკვრა სცადეს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ,,სახალხო ხელისუფლებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე