არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-07-27 • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ხათუნა სურგულაძეს სამუშაო საათებში პირად ფეისბუქ გვერდზე გაზიარებული აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სააგიტაციო მასალა; • ქალაქ ოზურგეთის მერიის შესყიდვების სამსახურის თანამშრომელს - ალექსანდრე სარიშვილს, სამუშაო საათებში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაზიარებული აქვს „ქართული ოცნების“ აგიტაციის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში ნებისმიერი ფორმით (მათ შორის ფეისბუქ გვერდზე) პარტიის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ინფორმაციის გამოქვეყნება აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე