მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-07-11 აგიტაციის წესების დარღვევით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამომრჩეველს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. 11 ივლისს მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ახმედ იმამყულიევმა საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია, პარტიის სხვა წევრები და ამომრჩევლები. შეკრებილებს სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი და მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე