ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2016-07-18 18 ივლისს, ქუთაისში პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის აღნიშნული აქტივობის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ. განთავსებულ საინფორმაციო მასალაში გამოყენებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლიკა. საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე პარტიის საქმიანობის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს, რაც აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49.6 მუხლით რომლის თანახმადაც, „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/ საწინააღმდეგო ინფორმაციას.“


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე