პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევა გლდანში
თარიღი: 2016-09-05
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2016-08-05 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი თამარ ბედიანაშვილის განცხადებით, გლდანის გამგეობის თანამშრომელი, გლდანის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, ილია მიროტაძე, მას და სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრებ სხვა ადამიანებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნით და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული სხვადასხვა შეღავათების გაუქმებით დაემუქრა, თუ ისინი პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ არ მისცემენ ხმას. 5 აგვისტოს გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილმა ამ საკითხზე გლდანის რაიონის გამგეობის შენობის წინ აქცია გამართეს და ზეწოლის ფაქტი გააპროტესტეს. თამარ ბედიანაშვილი აცხადებს, რომ ილია მიროტაძემ, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და აქტივისტია, შეურაცხყოფა მიაყენა და სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. მისივე ცნობით, ილია მიროტაძე დასახლებაში მიდის ხალხთან, აშინებს, ემუქრება რომ გაუუქმდებათ ყველანაირი დახმარება, მათ შორის საწვავით, უფასო სასადილოს მომსახურების გაუქმებით თუ ისინი „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერენ მხარს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ის სოციალურად დაუცველ ბავშვებს გამგეობის პროგრამის ფარგლებში დასასვენებლად არ უშვებს. გიორგიწმინდას სხვა მცხოვრების, ხათუნა ქსოვრელის განცხადებით, ილია მიროტაძე მას მრავალშვილიანის სტატუსის მოხსნით და უფასო სასადილოს პროგრამიდან მოხსნით დაემუქრა და განუცხადა, რომ აანაზღაურებინებდა აქამდე აღებულ და დახარჯულ სოციალურ დახმარებას თუ ის „ქართულ ოცნებას არ დაუჭერს მხარს“. გლდანის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეა ჯიქია აცხადებს, რომ გამგებელმა გამოიკვლია აღნიშნული შემთხვევა, თუმცა მუქარის ფაქტი არ დადასტურდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე