ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა ხულოში
2016-08-06 2016 წლის 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია საარჩევნო მიზნით, პარტიის, მისი წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობათა გადაცემა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რეგისტრირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც პ/გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი. მისი, როგორც პარტიის წარმომადგენლის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი შეიცავს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული მოსყიდვის ნიშნებს. რაც შეეხება აჭარის მთავრობის თავჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, ამ დროისთვის იგი არ წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატს, თუმცა აქტიურად ატარებს წინაასაარჩევნო შეხვედრებს ამომრჩევლებთან და იგი პ/გ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე