ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დედოფლისწყაროში
2016-08-05 5 აგვისტოს, 16.00 საათზე დედოფლისწყაროს ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, დასუფთავების, კულტურის სამსახური თანამშრომლები, ბაღისა და სკოლის პედაგოგები, და ყველა სოფელში გამგებლის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გაემგზავრნენ თელავში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის შეხვედრაზე. დედოფლისწყარო-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მძღოლის თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის დავით ალუღიშვილის მიერ 4 აგვისტოს ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მკაცრად იქნა გაფრთხილებული, რომ 5 აგვისტოს თბილისის მიმართულებით არ განეხორციელებინათ მგზავრთა გადაყვანა, ვინაიდან მათ თელავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე წამსვლელებისთვის უნდა გაეწიათ სატრანსპორტო მოემსახურება. მძღოლის ინფორმაციის თანახმად, მათ მიიღეს პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვისა და საწვავით უზრუნველყოფის დაპირება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე