ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი საგარეჯოში
2016-08-05 2016 წლის 5 აგვისტოს, 14 საათზე, სამუშაო საათებში, ქალაქ საგარეჯოს გამგებელი, გიორგი გზირიშვილი და გამგეობის თანამშრომლები გაემგზავრნენ ქალაქ თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიების წინა დღეებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან იყო მუდმივი მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წასულიყო ქალაქ თელავში პარტიის შეხვედრაზე. პარტიის წევრები ბაღის და სკოლის პედაგოგებს სთხოვდნენ თელავში შეხვედრაზე გამგზავრებას. სკოლის დირექტორებს ჰქონდათ დავალება, რომ შეხვედრაზე მინიმუმ 5 პედაგოგი მიეყვანათ. ტრანსპორტირება და სხვა დამატებითი ხარჯი უზრუნველყოფილი იყო უშუალოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. 2016 წლის 5 აგვისტოს ,,ქართული ოცნების” წევრები აჩერებდნენ გზად მიმავალ ტრანსპორტს და ამოწმებდნენ იყო თუ არა იმ რაოდენობის ხალხი, რაც მათ მოითხოვეს. თუმცა სხვა რაიმე სახის ზეწოლასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე