წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტი ლანჩხუთში
2016-08-05 5 აგვისტოს, სოფელ შუხუთი-ნიგოითის საზღვართან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა ასკურავას ორგანიზებით სოფელ ნიგოითი-ქვიანის მოსახლეობის მონაწილეობით გაზიფიკაციის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა. შეხვედრის დასაწყისში ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტია, მოსახლეობას განუცხადა, რომ წინა მთავრობის დროს დაგეგმილი იყო ამ ზონის გაზიფიცირების 2015 წლამდე დასრულება. მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობის პირობა, რომ 2017 წელს მოხდება სოფლის გაზიფიკაცია, სიცრუეა. აქციას, რომელსაც პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად პრესის წარმომადგენლები და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გურიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ მენაბდე ესწრებოდა, რამდენიმე წუთში სოფლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ვასილ ბარამიძე და მაჟორიტარი თემურ ალექსაია შეუერთდა. სოფლის თავკაცები შეკრებილ მოსახლეობას, საპირისპიროს უმტკიცებდნენ და განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ფორმით საკითხის გადაჭრა შეუძლებელია და რომ ბუნებრივი აირის გაყვანისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. აქციის ორგანიზატორებსა და ნიგოითის თემის მაჟორიტარს შორის საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ამ ყველაფერს დამატებით რაიმე სახის ინციდენტი აღარ მოჰყოლია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე