საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტში
2016-08-05 5 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც ორი პროგრამის დაფინანსების საკითხი განიხილეს. ხულოს ბიუჯეტი 13,865 ლარით გაიზარდა ქონების გადასახადის გეგმის გაზრდის ხარჯზე. როგორც ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე ამბობს, ამ თანხას შიდა ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები (საკრებულოს 28 ივლისის სხდომაზე საპრემიო ფონდიდან ეკონომიის გაკეთების ხარჯზე) დაუმატეს და ფერმერებისათვის ხორცპროდუქტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 20,000 ლარი გაითვალისწინეს. ამავე სხდომაზე გადაწყდა კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხიც. აჭარის ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერით მიღებული 3 მილიონიდან ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 67,000 ლარი გამოიყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე