პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის შემთხვევა ჩხოროწყუში
2016-08-30 30 აგვისტოს 16:30 საათზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში მცხოვრებ აზა საჯაიას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და პარტიის კოორდინატორია, სახლში ზუგდიდი-ქუთაისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა და ჩხრეკის ჩატარება მოითხოვა. პოლიციის თქმით, არსებობდა ეჭვი სახლში იარაღის შენახვის შესახებ. აზა საჯაიას თქმით, მან სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი მოსთხოვა, რაზეც უპასუხეს, რომ ორდერი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩხრეკის პროცესს ორი მეზობლის თანდასწრებით ჩაატარებდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე