პოლიტიკური აქტივისტების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის შემთხვევა ლანჩხუთში
თარიღი: 2016-09-14
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2016-08-31 ლანჩხუთის #60 მაჟორიტარული ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის საარჩევნო შტაბის წევრი, გულნარა ჩიჩუა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა, საფეხბურთო კლუბ „გურიის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ედიშერ ჟორდანიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა კანდიდატის საარჩევნო შტაბის წინ მიაყენა. ჩიჩუას თქმით, ჟორდანიამ აგრესია მის მიმართ ჩხაიძის მხარდაჭერის გამო გამოხატა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჟორდანიასთან სცადა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე