პოლიტიკური აქტივისტების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის შემთხვევა წყალტუბოში
თარიღი: 2016-09-14
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2016-08-31 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში წყალტუბოს ბაზრის ხელმძღვანელობასთან მივიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ბაზარში მოვაჭრეებს „რუსთავი 2“-ის ყურება აუკრძალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის პირველ სართულზე მდგარ მონიტორზე „რუსთავი 2“-ს უყურებდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე